„ის საკითხები, რომელიც ევრო-დირექტივებს ეხება მიგვაჩნია, რომ უნდა შესრულდეს, უბრალოდ ამისთვის იყო 5 წლიანი ვადა მოცემული, რაზეც ხელისუფლებამ უარი თქვა და აქედან გამომდინარე კომერციულად უნდა დაარტყას ტეელკომაპანია „რუსთავი2-ს“ , რომ დააზიანოს მისი ნტერესები“,-განაცხადა თავისუფალი დემოკრატების წევრმა ზურაბ აბაშიძემ.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ. მისი თქმით კანონის ამოქმედება არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება მედიაზე ზეწოლას ცდილობს.
„2011 წლიდან არის ამ საკითხზე საუბარი, რომ ევრო დირექტივების მიხედვით ჩვენ განვახორციელოთ საკანონმდებლო რეგულაციები. 2016 წელი ეს არის ბოლო ვადა და თუ ვფიქრობთ, რომ მაინცდამაინც ბოლო ვადა უნდა იყოს გამოყენებული შესძლოა იყოს სადავო საკითხი, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს უნდა მედიაზე ზეწოლა“,-განაცხადა ანი მიროტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






