შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ახერხებს, რომ რუსეთის პროვოკაციებს არ წამოეგოს.
„ორმა წელმა დაადასტურა, რომ ჩვენ არ ვართ ავანტურისტი მთავრობა და პროვოკაციებს არ ვეგებით. ორმა წელმა აჩვენა ისიც, რომ ჩვენ შესაბამისი ზომებისთვის მზად ვართ. რუსეთი ასეთი აგრესიული არ ყოფილა არასდროს, რაც მსოფლიოს აჩვენა. 2008 წელი ვერავინ დაინახა, ახლა კი ყველა ხედავს. როდესაც რუსეთი ასეთი აგრესიულია და ცდილობს საქართველოს ჩათრევას სხვადასხვა პროვოკაციაში, ჩვენ ამას თავიდან ვიცილებთ. ისე გავიარეთ ორი წელი, რომ არც ერთი დაღუპული და დევნილი არ გვყავს. ეს ვერ შეძლო ვერც გამსახურდიამ, ვერც შევარდნაძემ და ვერც სააკაშვილმა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რუსეთი მზადაა მიიღოს შესაბამისი ზომები, თუ NATO საქართველოს ალიანსში „ჩათრევისთვის“ პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს. ამის შესახებ განცხადება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრმა სერგეი ლავროვმა ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ დავით სანაკოევთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ლავროვის თქმით, NATO - საქართველოს ქმედებების ფონზე, საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველო-სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის გაფორმებაზე საუბარი უფრო აქტიურად უნდა დაიწყოს .
მასალის გამოყენების პირობები






