საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის განაცხადებით, მთავარ პროკურატურას პარლამენტისთვის ოთხი დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნის თხოვნით ჯერ არ მიუმართავს.
„პროკურატურას არავის იმუნიტეტის მოხსნისთვის პარლამენტისთვის არ მიუმართავს. როგორც კი ეს საკითხი პროკურატურის დღის წესრიგში ჩნდება, უწყება იმ წუთას მოქმედებს. ასე რომ, მოქმედება ერთიანი და დროული იქნება,“ - განაცხადა გოგაძემ.
გავრცელებული ინფრომაციით, პროკურატურა ოთხ დეპუტატზე იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს, მათ შორის არიან გიორგი ბარამიძე და გიორგი ღვინიაშვილი.
გიორგი გოგაძემ ასევე უკრაინაში მაღალ თანამდებობაზე მყოფი ქართველი პირების ექსტრადიციის შესახებაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინის პროკურატურისადმი ძალაში რჩება.
„ყველამ ვნახეთ თუ როგორ გაამართლეს მათ ეს იმედები და იმაზე საუბარი, თუ რისი იმედი უნდა გვქონდეს ამ ხალხისგან, უკვე ზედმეტია. მთავარი პროკურატურის მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ხალხი, ვინც ძებნილია და რომლებსაც ვთვლით, რომ სავარაუდოდ, დანაშაული აქვთ ჩადენილი, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ,“ - განაცხადა გიორგი გოგაძემ.
სასტუმრო „რედისონში“ ექსტრადიციასა და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებით სემინარის დაწყებამდე
მასალის გამოყენების პირობები






