ბერუჩაშვილის უწყება მინსკის შეთანხმების ხელმომწერებს ვალდებულების შესრულებისაკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 10:44, 19 Feb, 2015     1054
საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. სამინისტრო აღმოსავლეთ უკრაინში, ქალაქ დებალცევოსა და მის ირგვლივ სეპარატისტების მხრიდან ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების განახლებასთან დაკავშირებით უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს.

"ეს არის ცეცხლის შეწყვეტის, მძიმე შეიარაღებული ფორმირებებისა და სამხედრო ტექნიკის გაყვანის თაობაზე მინსკში მიღწეული შეთანხმების შესაბამისი მუხლების უხეში დარღვევა, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მოცემული შეთანხმების შესრულებას. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ სეპარატისტები დღემდე არ აძლევენ საშუალებას ეუთო-ს სპეციალურ სადამკვირვებლო მისიას, მონიტორინგი განახორციელოს დებალცევოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე," - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყება შეთანხმების მხარეებს ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს

"იმედს გამოვთქვამთ, რომ „ნორმანდიული ფორმატის“ მონაწილეები მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავენ, ვითარების შემდგომი ესკალაციისა და მისი კონტროლიდან გამოსვლის თავიდან აცილების მიზნით.

"ამასთან, მოვუწოდებთ 2015 წლის 12 თებერვლის მინსკის შეთანხმების ხელმომწერ მხარეებს, სრულად შეასრულონ აღებული ვალდებულებები და პატივი სცენ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ა.წ. 17 თებერვალს მიღებულ №2202 რეზოლუციას," - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42