ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან ზურაბ აბაშიძის გადაყენების მოთხოვნით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე დღეს ბიუროს მიმართავს.
საგანელიძის თქმით, მმართველმა გუნდმა უმრავლესობისთვის განკუთვნილი კვოტა უნდა მიიღოს.
„ეს პოლიტიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა და ნურც ნურავის უკვირს, ნურც ნურავინ განაწყენდება და ნუ გააკეთებენ ისეთ რეპლიკებს, რომელიც არ იქნება ადეკვატური. უმრავლესობამ პოსტიდან იმ ადამიანის გაწვევა უნდა მოითხოვოს, რომელიც მისი რეკომენდაციით იქნა დანიშნული. უმრავლესობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მის მიერ დაყენებული კანდიდატი ზურაბ აბაშიძე პოსტიდან გამოიწვიოს და ამ გადაწყვეტილებით ბიუროზე შევალ. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება ბიურომ ცნობად უნდა მიიღოს და როცა მიიღებს, ბატონი ზურაბი ამ თანამდებობას დატოვებს“ - დასძინა საგანელიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიცე-სპიკერის პოსტზე ზურაბ აბაშიძეს გუბაზ სანიკიძე ჩაანაცვლებს.
მასალის გამოყენების პირობები






