პრემიერის შეფასებით, სახელმწიფოს მიმართ სამშენებლო კომპანიების მიერ დაგროვილი ვალდებულებები კომპანიებს მძიმე ტვირთად აწვება და შესაბამისად აღნიშნული დარგის განვითარებას აფერხებს.
"საბანკო დაკრედიტების გამკაცრებამ და უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირებამ ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა სამშენებლო დარგს და შედეგად კომპანიებს სახელმწიფოს მიმართ დაუგროვდათ მნიშვნელოვანი ვალდებულებები, რაც მათ დღემდე ძალიან მძიმე ტვირთად აწვება. ეს ბუნებრივია ხელს უშლის ამ დარგის განვითარებას. 2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა და აგვისტოს ომმა ნეგატიური გავლენა იქონია სამშენებლო კომპანიებზე, მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობაც დაიწყო 2008 წლის აგვისტომდე დღემდე არ დასრულებულა, გავათავისუფლოთ სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისგან, მათ შორის დღგ-ს გადასახადისგან და K2 მოსაკრებლის გადასახადისგან", - განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის აზრით აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში სამშენებლო სექტორის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს და შემდგომი განვითარების საშუალებას მისცემს. ღარიბაშვილის თქმით ამ პროექტის არანაკლებ მნიშვნელოვანი ეფექტი იქნება ისიც, რომ დასრულებული მშენებლობების შედეგად ქალაქის იერსახე გაუმჯობესდება.
მასალის გამოყენების პირობები






