აბაშიძს თქმით საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობა არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ ქვეყანაში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განლაგდეს.
„ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს. საქართველო არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ზიანს მიაყანებს რეგიონულ უსაფრთხოებას. რეგიონულ უსაფრთხოებას, საქრთველოს უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს უპირველესად საფრთხეს უქმნის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, რუსეთის ჯარის და სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება“- განაცხადა აბაშიძემ.
ამასთან, აბაშიძე აცხადებს, რომ ბრიუსელში, მოსკოვში და თბილისში კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას.
მისივე თქმით, უკრაინაში დრამატული მოვლენების დაწყებამდე პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ფარგლებში რუსეთი საკმადოდ აქტიურად თანამშრომლობდა ნატო-სთან .
რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან შეხვედრას, აბაშიძე აცხადებს, რომ ამ ფორმატში საქართველოს ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან არ განიხილება.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას, თუ ნატო საქართველოს ალიანსში „შესათრევად“ პრატიკულ ნაბიჯებს გადადგამს. განცხადება ამის შესახებ, სერგეი ლავროვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დავიდ სანაკოევთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები






