,,მისი უმდიდრესობა" და მაკა ცინცაძის ლექსიკით გაკვირვებული ლევან ღვინჯილია
სოც.მედია - 21:30, 18 Feb, 2015     9626

ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჟურნალისტ მაკა ცინცაძეს რამდენიმე შეკითხვით მიმართავს.

„რამდენიმე შეკითხვა ჟურნალისტ მაკა ცინცაძეს

{ტკ "ჯიდიესის" ახალი პროგრამის შესაძლო წამყვანს} :

~ ქალბატონო მაკა!

1.ხომ არ იცით, ამ ტელეკომპანიის სახეწოდება რატომ იწერება ლათინური ასოებით?

{თუ იმის თქმას აპირებთ, რომ ესაა კომპანიის ინგლისური სახელწოდების აბრევიატურა – "ჯ–ორჯიან დ–რიმ ს–ტუდიო" ( "ქართული ოცნების სტუდია"), ამ პასუხს ვერ მივიღებ, რადგანაც ნებისმიერი უცხოური საკუთარი სახელი მშვენივრად იწერება ქართული ანბანით: "აშშ"–სა, "ობამასა", "ნოტრდამსა" და "ვაშინგტონ–ნიუიორკზე" რომ არაფერი ვთქვათ, "თიბისი", "პეესპე", "ჯიპისი", "ავერსი", "ვერსია" და "რეზონანსი" თუ იწერება ქართული ანბანით, ეს "ჯიდიესი" (GDS) ~ ra gaxda asethi, qarthulad rom ar iwereba?

იქნებ სხვა პასუხი გაქვთ? სიამოვნებით მოგისმენთ}.

2.{''მაესტროდან'' ჩემი წამოსვლა ''ჯი-დი-ეს''-ზე პ ო რ ტ ი რ ე ბ ა ს არ უკავშირდებოდა"–ო ~ ბრძანებთ თქვენ ერთ ინტერვიუში}.

~ხომ ვერ ამიხსნით, "პორტირება" ამ შემთხვევაში რას ნიშნავს?... ეს ისაა, მაგთის აბონენტებს რომ გვეხვეწებოდნენ: "ჯეოსელზე" ან "ბილაინზე" გადმოპორტირდითო?... მერედა, სად მობილური ტელეფონის ნომერი და სად უმშვენიერესი ჟურნალისტი ქალბატონი?

3."პროექტს ამზადებს ''საზოგადოება 20-30'' ~ ესეც თქვენი სიტყვებია. "20–30" თუ "2030"? იმედია, განსხვავებას ამჩნევთ?

4." მენატრებოდა დ რ ა ი ვ ი ეთერში გასვლის წინ." ~ დიდი ბოდიში, ქალბატონო მაკა, მომიტევეთ ჩემი უმეცრება და დროსჩამორჩენილობა : რა გენატრებოდათ? "დრაივი"? ( drive?) ~ანუ: "ძლიერი და დაბალი დარტყმა ჩოგბურთში"?...და თქვენ აპირებთ, რომ ბატონ ბიძინას ამგავრი ლექსიკით ესაუბროთ? ერთი წუთით არ იფიქროთ, რომ მე თქვენს "მიჭირხვნას" ვაპირებდე. უბრალოდ ვიკითხე ის, რაც არ ვიცი; ეს კი სულაც არაა საძრახი ჩვევა.

5. და ბოლოს: "ჩემთვის საინტერესო უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მაკრიტიკებს, უნდა ჰქონდეს გამოცდილება და სიტყვა ეთქმოდეს." ~ რა ბედნიერი ვიქნებოდი, ასეთ ადამიანთა რიგებს თუ მიმაკუთვნებდით, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც მესიამოვნებოდა თქვენი პასუხების წაკითხვა (თქვენმა ინტერვიუმ 10–ჯერ მეტი კითხვა გააჩინა, მაგრამ თქვენს გადაღლას მოვერიდე.);

~დანარჩენს მაშინ მოგახსენებთ, როცა თქვენი გადაცემის სტუმარი გავხდები; და თუ ეს იქნება "მის უმდიდრესობასთან " ერთად, ხომ მთლად გადასარევი....

გუწრფელად გისურვებთ წარმატებებს!!!“, - წერს ღვინჯილია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42