თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას თქმით, პროკურატურა მას აბსურდულ ბრალდებებს უყენებს. ამის შესახებ განცხადება თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
"შევარდნაძის დროს პროკურატურა იყო კორუფციული და პოლიტიზირებული. ჩვენ დროს პროკურატურა შესაძლოა პოლიტიზირებული იყო, მაგრამ კორუფციული და ფალსიფიკატორი არ ყოფილა. ბატონო გამომძიებელო, მოვა დრო როდესაც სამართლიან სასამართლოში თქვენ იქნებით მთავარი მოწმე, თუ რის საფუძველზე მოხდა ჩემი დაკავება. ის რაც დღეს ხდება ფარსია. თქვენ მოგიწევთ საუბარი ამ ტყუილზე, რასაც აქ ლაპარაკობთ“, - განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, სამამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების 20 ათას ლარინია გირაოთი შეცვლას ითხოვდა.
მასალის გამოყენების პირობები






