თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა უსაფუძვლოდ მიიჩნევს პროკურორის მოტივს მის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით.
როგორც უგულავამ პროცესზე განაცხადა, 10 წლის განმავლობაში პრაქტიკულად, ქვეყანას მართავდა და ქვეყნიდან წასვლა რომ სმდომებოდა, ამას რეპუტაციული ზიანის გარეშეც მოახერხებდა.
„ჩემთვის ბრალის წაყენება იყო შედეგი მთავრობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის რეპლიკისა ჩემი მისამართით, რომ დამეცვა სუბორდინაცია. რამდენიმე დღეში ბრალი წამიყენეს "თბილსერვისჯგუფისა" და "იმედის" ეპიზოდზე. როდესაც დაიწყო მზადება თბილისის მერის არჩევნებისთვის, შეგნებულად გადავწყვიტე მერობის კანდიდატი არ ვყოფილიყავი, სიტუაცია დაიძაბა მას შემდეგ, რაც სახელისუფლებო კანდიდატს თბილისში გაუჭირდა. ვიღაცამ თქვენი ხელმძღვანელობა დაარწმუნა იმაში, რომ მე ქვეყნიდან გაქცევას ვაპირებდი. ალბათ, ეს ვარაუდი იმიტომ გაჩნდა, რომ როდესაც პასპორტი გამიუქმეს, თავიდან შევიტანე განაცხადი ყველა საელჩოში. როგორც ჩანს, მე ვიყავი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და ეს გარემოება აღიქვეს ისე, რომ მე ქვეყნიდან წასვლას ვაპირებდი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






