„ეს არის ცალსახა ანექსია და ზეწოლა ჩვენზე, რომ შევცვალოთ ჩვენი პოზიცია დასავლეთში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ეს არის მცდელობა რომ რუსეთმა თავის გავლენა აღადგინოს. ეს უკრაინის მსგავსი საფრთხის გაგრძელებაა და სწორედ ამ კონტექსტში უნდა მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას და უნდა მოვახდინოთ ამ საკითხის მაქსიმალური ალარმიზაცია.
ეს საკმარისი ხარისხით არ მომხდარა აფხაზეთთან მიმართებაში, გაკეთდა განცხადებები, იყო რამდენიმე შეხვედრა, თუმცა რაიმე კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. არ დაწერილა საერთაშორისო პრესაში, იყო მხოლოდ დაგმობა და კონტრ-ნაბიჯები არ გადადგმულა.
ახლა უნდა მივხვდეთ და მოვრჩეთ ეკონომიკურ რუსეთზე საუბარს და აბაშიძე-კარასინის ფორმატის პოზიტიურად მოჩვენებას. რუსეთი უნდა გავაერთიანოთ , როგორც ერთიანი საფრთხე საქართველოსთვის და საერთაშორისო საზოგადოებასაც ასე უნდა მივაწოდოთ.“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ
მასალის გამოყენების პირობები






