უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია უკრაინის ხელისუფლებას ხუთი კითხვით მიმართავს.
დეპუტატი საქართველოს ხელისუფლების მისამართით მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ინტერესდება, გამოხატავს თუ არა ეს უკრაინის პოზიციას.
„თუ არსებობს პრეცედენტი, როდესაც, მეგობარი პარტნიორი ქვეყნის მიერ ძებნილი, დანაშაულში ეჭვმიტანილი პიროვნება ინიშნებოდეს მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებაში? როდესაც პრეზიდენტის მრჩეველი უკრაინის დროშის ფონზე ღიად ლანძღვავს მეგობარი ქვეყნის, საქართველოს ხელისუფლებას, ეს უნდა ჩაითვალოს თუ არა უკრაინის ხელისუფლების პოზიციად? როგორი რეაქცია ექნებოდა თავად უკრაინის მაღალ ხელისუფალს, რომ რომელიმე მეგობარ ქვეყანას დაენიშნა მაღალ თანამდებობაზე ბატონი იანუკოვიჩი? თვლიან თუ არა უკრაინის მაღალი ხელისუფლების პირები, რომ უკრაინის სახელისუფლებო წრეები „ნაცმოძრაობის“ თავშესაფრად იქცა? და წარადგინა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა ჯანმრთელობის ცნობა, როდესაც სამსახურში დაინიშნა?“, - განაცხადა ქანთარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






