“პროპაგანდისტული მანქანა უკვე მუშაობს. რბილი ძალა არის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელსაც გამოიყენებს რუსეთი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებსაც გაკეთებული აქვთ ევროპული არჩევანი, მათ შორის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა არის საქართველო, ამ რბილ ძალაში მე ვგულისხმობ საინფორმაციო პროპაგანდისტული ომის წარმოებას და ეს გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ. საქართველოში ბოლო პერიოდში მართლა სოკოებივით ჩნდება, ის არასამთავრებო ორგანიზაციები რომლებიც ღიად, პირდაპირ ლობირებენ ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანებას, რუსეთთან მჭიდრო კავშირს და მათ მიმართ არავითარი შეკითხვები არ გააჩნია არც მოქმედ და არც ყოფილ პრემიერებს”.
ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა ასევე, ის საფრთხის შემცველ ინფორმაციებზე, რომლის მიხედვითაც ქართულ მედიასივრცეში სერიოზულად იგეგმება რუსეთში მოღვაწე ცალკეული ქართველი ბიზნესმენების მიერ თანხების განთავსება. ხაზი გაუსვა ასევე რიგი პოლიტიკოსების მხრიდან მოქალაქეებში ნიჰილიზმის გაღვივებას ევროატლანტიკურ სივრცესთან მიმართებაში:
,,ასევე არის ძალიან სერიოზული, საფრთხის შემცველი ინფორმაციები, იმასთან დაკავშირებით, რომ მედია სივრცეში, ინტერნეტ მედიაში იქნება ეს თუ ტელევიზიაში, სერიოზულად იგეგმება რუსეთში მოღვაწე ცალკეული ქართველი ბიზნესმენების მიერ თანხების განთავსება. რაც არის ძალიან სერიოზული საფრთხის შემცეველი. გამოდიან პოლიტიკოსებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ერთადერთი შველა არის რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაში, მაქსიმალურად აღვივებენ ნიჰილიზმს ევროპასთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან მიმართებაში და ამ დროს, არავინ არ საუბრობს, არავინ არ განუმარტავს ჩვენს მოქალაქეებს, რომ რუსეთში ურთულესი სიტუაციაა, პოლიტიკურ ვითარებას რომ თავი დავანებოთ, არის ცალსახა ტოტალიტარული რეჟიმის ძალიან სერიოზული ნიშნები, რუსეთი მიექანება ეკონომიკური კოლაფსისკენ. არავინ არ საუბრობს, რომ რუსეთი არღვევს შეთანხმებას, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების 20%-ის დამოუკიდებელ ტერიტორიებად აღიარება და ახლა ახდენს ანექსიას. ილუზორულია ეს ყველაფერი, მაგრამ აქ მთავარი პრობლემა არის ისიც, რომ არასამთავრობო ორანიზაციები, რომლებიც ატარებენ რუსეთის ინტერესებს, არავინ არ ინტერესდება მათი დაფინანსების წყაროებით და მხოლოდ იმ არასამთავრობოების მიმართ ხორციელდება დღეს მიზანმიმართული კამპანიები, რომლებიც მხარს უჭერენენ ევროპულ კურსს”-განაცხადა პეტრიაშვილმა გადაცემა 'მთავარ თემაში" სტუმრობისას.
ავტორი თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






