საქართველოს ისუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის კანდიდატის დანიშვნას გამოეხმაურა.
წულუკიანმა განაცხადა, რომ მას ძალიან გაუხარდა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ქალის კანდიდატურა.
მისი თქმით, უფრო მეტი ქალი წამყვან პოზიციებზე, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რათა საქართველო ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ძლიერ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ.
"ძლიან მიხარია, რომ პრეზიდენტმა წარმოადგინა კანდიდატი ქალი. ჩემი აზრით, უფრო მეტი ქალი, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში წამყვან პოზიციებზე, არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რათა ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვყალიბდეთ ძლიერ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ქალბატონი ნინო გვენეტაძე არის სისხლის სამართლის ძალიან დიდი სპეციალისტი და პროფესიონალი. რაც შეეხება მის დამტკიცებას ამ პოზიციაზე, თქვენ იცით, რომ მთავრობა არ მონაწილეობს პროცესში, ამ თემაზე კომპეტენცია აქვს მხოლოდ საქართველოს პარლამენტს, სადაც როგორც ვიცით, ამჟამად შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






