გიგი უგულავა, შესაძლოა, დღეს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ. მისი ადვოკატი, ოთო კახიძე იმედს გამოთქვამს, რომ დღეს მოსამართლე მხოლოდ კანონმდებლობით იხელმძღვანელებს და არა პოლიტიკური კონიუნქტურით.
როგორც კახიძე მიიჩნევს, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გოგინაშვილი, სამარცხვინო მოსამართლეა და ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს.
„მსოამართლემ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და ძალაში დატოვოს ძველი გადაწყვეტილება, რომელიც შედგენილია შაბლონის სახით თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მოსამართლის გიორგი გოგინაშვილის მიერ, რომელმაც უბრალოდ გადმოაკოპირა გამზადებული შაბლონიდან გიორგი უგულავას საქმეში არგუმენტები. იგი პრაქტიკულად მორიგი მოსამართლეა, რომელიც ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს. იმედი მაქვს, რომ დღეს მოსამართლე იხელმძღვანელებს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით და არა პოლიტიკური კონიუნქტურით" - განაცხადა ოთო კახიძემ.
შეგახსენებთ, თბილისის ყოფილი მერის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დაცვის მხარემ რამდენიმე დღის წინ დააყენა.
მასალის გამოყენების პირობები






