საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. საზღვრის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმული კიდევე ერთი ნაბიჯია.
"ეს ხელშეკრულება, ისევე როგორც ყველა სხვა ხელშეკრულება, არალეგიტიმურია და ამ ხელშეკრულებას არ აღიარებს არავინ, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც ტრადიცულად აღიარებენ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ამ ხელშეკრულებას არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს. ამ ყველაფერს საერთაშორისო ფორმატში აქტიურ დიპლომატიურ ნაბიჯებს დავუპირისპირებთ. ჩვენი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია ამ თემის გარშემო. ერთის მხრივ არაღიარების პოლიტიკა და მეორეს მხრივ თანამშრომლობის საშუალებების შექმნა“, - განაცხადა მინისტრმა.
რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას დღეს გეგმავს.
მასალის გამოყენების პირობები






