უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძე იმედოვნებს, რომ კანონმდებლების ნდობას მოიპოვებს.
გვენეტაძე მის დასახელებას კანონდარღვევად არ აფასებს და ამბობს, რომ არსებული კანონპროექტით მას არანაირი დაბრკოლება არ ექმნება.
„შევარდნაძის ეპოქაშიც კი მე ნამდვილად ვიყავი დამოუკიდებელი და მიუკორძოებელი მოსამართლე. მიუხედევად იმისა, რომ იმ ეპოქას თავისი ნაკლი ჰქონდა და თავისი პრობლემები, შევძელი თვითრეალიზაცია, როგორც მოსამართლემ და ამაზე მეტყველებს ჩვენს მიერ გამოტანილი არაერთი გადაწყვეტილება. სტანდარტი, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობდით, ევროსაბჭოს მიერ იყო შემოთავაზებული... მხარდაჭერის იმედი მაქვს. იმედი რომ არ მქონოდა პრეტენზიაც არ მექნებოდა წარდგენაზე“, - განაცხადა გვენეტაძემ.
პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა გუშინ წარადგინა. გიორგი მარგველაშვილმა ის 28 კანდიდატიდან შეარჩია.
მასალის გამოყენების პირობები






