თბილისის მერი დავით ნარმანია სასწრაფო-სამედიცინო სამსახურს ოპერატიულობისკენ მოუწოდებს. შესაბამისი დავალება ნარმანიამ სამსახურის ხელმძღვანელს უკვე მისცა. მისი თქმით, პირველ რიგში უნდა დადგინდეს თუ სად არის ის ჩავარდნები, რაც ცალკეულ შემთხვევებში, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანების გამოძახებაზე დაგვიანებას იწვევს.
„ესპანეთში ვიყავი ვიზიტით, სადაც სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის მუშაობის სპეციფიკას გავეცანი, ძალიან საინტერესო იყო გამოხაძებაზე მისვლის ოპერატიულობა. ჩვენთან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სისტემაში ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა, დავამატეთ ავტომობილები, პერსონალის მოტივაცია გავზარდეთ და გაიზარდა მათი ანაზღაურება. ახლა უკვე მენეჯმენტის საკითხია, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ახალ ხელმძღვანელს დავავალე, ყველაფერი გააკეთოს გამოხაძების ოპერატიულობის გაზრდისთვის, - განაცხადა ნარმიანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






