ლავროვის უწყება საქართველოს სპეკულაციებში და რევანშისტულ განწყობაში ადანაშაულებს
პოლიტიკა - 11:58, 18 Feb, 2015     2582
რუსეთის საგარეო უწყება 17-19 თებერვალს მოსკოვში ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დავით სანაკოევის ვიზიტს ეხმაურება.

უწყების ინფორმაციით 18 თებერვალს სანაკოევის და ლავროვის შეხვედრაზე დაგეგმილია ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და სრულმასშტაბიანი სახელმწიფოთაშორისო თანამშრომლობის საკითხების განხილვა. ასევე საუბარი შეეხება საგარეო ურთიერთობების განმტკიცების საკითხსაც, რომელიც 2009 წლის 20 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ეფუძნება.

ასევე, ჟენევის დისკუსიის თემატიკაში შედგება შეხედულებების გაცვლა აქტუალურ საერთაშორისო პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითებს ეხება და რომელშიც სამხრეთ ოსეთი თანაბარუფლებიანი მონაწილე იქნება.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა.

„ეს საქართველოს მხარეს ნაწილობრივ მაინც გაუფანტავს ეჭვს იმის თაობაზე, რომ მოსალოდნელია სამხრეთ ოსეთს „ანექსია“, „შთანთქმა“ და „შეერთება.“ ასეთი სპეკულაციების მიზანი - სამხრეთ კავკვასიაში რუსეთის პოლიტიკის დისკრედიტაცია, ახალგაზრდა რესპუბლიკებთან თანამშრომლობის არსის დამახინჯებაა. მიუხედავად ამისა, რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან იყო და დარჩება ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებული მეგობრულ-პარტნიორული ურთიერთობები.“- აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ლავროვის უწყება აღნიშნულ საკითხზე ოფიციალურ თბილისთან დაკავშირებითაც წერს:

„თბილისში რევანშისტული განწყობა გრძელდება, რისი მიზეზიც უსაფრთხოების სფეროში განსაკუთრებული თანამშრომლობის აქტუალურობაა. ორ ქვეყანას შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა და ჩვენი მესაზღვრეები, საქართველოსთან არსებულ რესპუბლიკის საზღვარს იცავენ.“- -ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42