პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, არ იზიარებს ოპონენტების კრიტიკას პრაღის ფორმატის აღდგენასთან დაკავშირებით.
“ჩვენი ოპონენტები ბოლო 2 წელია გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ არ სრულდება ეს ხელშეკრულება. ჩვენ გადავწყვიტეთ შევასრულოთ ის და ახლა კრიტიკა ისმის, ამის დრო არ არისო. ეს არის ძალიან კომიკური და არასერიოზული. მე მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ჩვენს ოპონენტებს უნდა მოვუსმინო, გავაკეთო აბსოლუტურად საწინააღმდეგო და ეს იქნება სწორი ნაბიჯი,” - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან მოლაპარაკების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განმარტებები თებერვლის ბოლოს დაგეგმილ აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით გააკეთა, აბაშიძის თქმით შეხვედრაზე მთავარი თემა 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულება იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






