„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ექსპრეზიდენტის, მიხეილს სააკაშვილის განცხადებებზე კოემნტარს არ აკეთებს და მას ბარონ მიუნჰაუზენს უწოდებს.
„ბარონ მიუნჰაუზენის განცხადებებზე საქართველოში უკვე აღარ გვაქვს სერიოზული კომენტარები, არც მე გავაკეთებ სერიოზულად კომენტარს“, - განაცხადა ალასანიამ.
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია სამხედრო წარმოების გაჩერებაში დაადანაშაულა.
"ალასანია იყო ჩვენი ელჩი და ომის შემდეგ მთლად კარგად არ მოიქცა.. რაც იყო იყო... ევროპული ფასეულობების მქონე ადამიანი აღმოჩნდა სრულიად საწინააღმდეგო ბანაკში. მისი შეხედულებები ჩემთვის, სულერთია, მაგრამ რაც მწყინს მე, ეს სამხედრო წარმოებაა, რაც შვილობილად მიმაჩნდა. ყველაფერი ერთად გაჩერდა. ირაკლი ალასანიას ვადანაშაულებ ამაში. აბა, ბებიაჩემი მზია სამხედრო წარმოებას არ ხელმძღვანელობდა. ყველამ რაღაცაზე უნდა აგოს პასუხი," - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






