"ამაზე ადეიშვილთანაც ვიკამათე" - რატომ არ გამოქვეყნდა ჟვანიას საქმეზე FBI-ის დასკვნა
პოლიტიკა - 23:12, 17 Feb, 2015     3399

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის არ ნანობს, რომ თავის დროზე ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით FBI-ის დასკვნა არ გამოაქვეყნა.

ამის შესახებ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

მისი თქმით, იმ დროინდელ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს დასკვნის გამოქვეყნება სურდა, თუმცა ამის უფლება არ მისცა.

„ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ არ გამოქვეყნებულიყო ეს დასკვნა. მიმაჩნია, რომ სწორედ მოვიქეცი. მიმაჩნდა, რომ მისი სახელის გარშემო სპეკულაციები ცუდი იყო ისტორიის და მის წინაშე. ამაზე ვეკამათებოდი ადეიშვილს, რომელიც ამბობდა, ვუთხრათ საზოგადოებას ყველაფერი და თვითონ განსაჯონ რა არის სიმართლეო. ვუთხარი, შენ გგონია საზოგადოებას გაეხარდება, რომ ყველა თეთრეული გამოვფინოთო. ეს არის ადამიანის პირადი ცხოვრება. მე მინდა რომ ჩემი პირადი ცხოვრება იყოს დაცული და არ მინდა, რომ საზოგადოება მივაჩვიოთ რომ ვინმეს ცხოვრებაში ვერევით. დღესაც ასე მიმაჩნია“, - განაცხადა სააკაშვილმა.

რაც შეეხება დასკვნას, სააკაშვილს უკვირს, თუ რატომ არის მოსაზრება, რომ FBI-მ დაწერა ის, რაც საქართველოს მთავრობას უნდოდა.

„ამერიკის კონგრესმა FBI-ის დასკვნის საფუძველზე დაყრდნობით ლამის პრეზიდენტ კლინტონის იმპიჩმენტი მოახდინა. აიღო სინჯები პრეზიდენტის დნმ-ის ცნობილი ქალბატონის კაბიდან და დადო დასკვან, რომ კლინტონი იტყუებოდა. როგორც ფიქრობთ, მათი პრეზიდენტი ლამის ბილ კლინტონი გადააყენეს და სააკაშვილს გაუწიეს ანგარიში და ის დაწერეს, რაც მე მინდოდა?", - განაცხადა სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42