სააკაშვილი უკრაინის მთავრობაში კიდევ ერთი ქართველის გამოჩენას აანონსებს
პოლიტიკა - 23:06, 17 Feb, 2015     3808

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა, თოქშოუ "არჩევანში" უკრაინის მთავრობაში კიდევ ერთი ქართველის გამოჩენა დააანონსა.

მისი თქმით, დავით საყვარელიძესთან ერთად უკრაინის პროკურატურაში უახლოეს პერიოდში მუშაობას იურისტი გიზო უგულავა დაიწყებს.

სააკაშვილმა უკრაინის მთავრობაში მყოფ ქართველებზეც ისაუბრა და მათი საქმიანობა დადებითად შეაფასა .

"ის, რაც აქ ხდება, ძალიან ნაცნობია ჩვენთვის. უკრაინელებს ძალიან უნდოდათ აქ გამოცდილი ქართველი პროფესიონალების ჩამოყვანა. მაგალითად, გეტყვით, რომ აქ ძალიან მოსწონთ და უყვართ ეკა ზღულაძე, შეიძლება ითქვას, ბრენდად იქცა უკრაინაში. ეკა იწყებს ახლა პატრულის რეფორმას. ძალიან რადიკალურ რეფორმებს ატარებს. მას აქვს სრული მანდატი და საზოგადოების ნდობა. ანტიკორუფციული პაკეტი სრულად ქართველებმა მოამზადეს. გიორგი ვაშაძე, ზურაბ ადეიშვილი, გიზო უგულავა ჰყავდათ ჩამოყვანილი. ძალიან ჩქარობდნენ ისინი ქართველების ჩამოყვანას. დათო საყვარელიძე დღეს მივიდა პროკურატურაში. მას ჩააბარეს პროკურატურის წმენდა, რადგან იქ არის რთული კორუფციული ფონი, რაც ჩვენთან იყო,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42