საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და 2008 წლის აგვისტოს შორის პარალელებს კიდევ ერთხელ ავლებს.
გადაცემა „არჩევანში“ სააკაშვილმა აგვისტოს ომის დღეები გაიხსენა, როდესაც მისი თქმით, მსხვერპლის მიუხედავად რუსების მიერ გახსნილ ცეცხლს ვერ უპასუხებდა.
„2008 წელს მე გამოვაცხადე ცეცხლის შეწყვეტა. ამასობაში რუსებმა და ვითომ ოსებმა ცეცხლის გახსნეს ჩვენს სოფლებში. ერთი ჯარისკაცი და ორი ოფიცერი დაიღუპა. რადიოში გადიოდა სიგნალი, რომ სოფელი ნული უნდა განადგურდეს და ამ დროს არის მიცემული ბრძანება, რომ რაც არ უნ და მოხდეს არ უნდა ვუპასუხოთ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობდა, რომ თუ თქვენს სააკაშვილს ეშინია, მოგვეცით იარაღი და ჩვენ დავიცავთ ჩვენ თავს. ამ დროს მოვიდა დათო კეზერაშვილია ჩემთან ატირებული და თქვა, რომ ერთი ოფიცერი დაღუპულია და რამდნეიმე მძიმედ არის დაჭრილიო, თუ საპსასუხო ცეცხლს არ გავხსნით მთელი ბატალიონი დაგვეღუპება და ამ ხალხს ვინ შეხედავს თვალებშიო. მე უარი ვითარი. ზუსტად ეს მდგომარეობაა აქაც. ყველამ იცის, რომ უკრაინა უნდა გაჩერდეს, რომ მსოფლიომ მხარდაჭერაზე უარი უთხრას მეორეს მხრივ ეს ნიშნავს, რომ შენ გყავს 5000 ჯარისკაცი, რომელსაც შეიძლება წირვა გამოიუყვანონ“- განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






