საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა, საკუთარი კაბინეტი არ მოსწონს.
ამის შესახებ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
„გადაჩვეული ვარ საბჭოთა კაბინეტებს, ჩვენ სხვანაირი კაბინეტები გვქონდა, გამჭირვალე.
როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევდივარ მახსენდება 2003 წლის საქართველო. საერთოდ, დღეს უკრაინა 2003 წლის საქართველოს ძალიან ჰგავს. მე მახსენდება შევარდნაძის კაბინეტი. ორი დღის წასული იყო როცა იქ შევედი, დამხვდა კატა, რადგან თაგვები იყვნენ, დამხვდა წყლის ვედრო, რადგან 10 საათზე წყდებოდა წყალი და ე.წ. „გეპეის“ ატმორი... პრეზიდენტს არ ჰქონდა წყალი და დენი.
წინა კატამ თურმე თავი მოიკლა, მეთერთმეტე სართულიდან გადახტა და ფანჯრებზე ბადეები იყო გაკრული, რომ ის კატაც არ გადამხტარიყო. ასეთი მდგომარეობაა დაახლოებით დღეს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. უკრაინა არის ასეთ ფორმაში.“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






