ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი მთავრობას მომავალზე ორიენტირებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს არის ისეთი დრო, როდესაც მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაოს.
„იმედის მომცემია საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ გააგრძელოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირება. მართლმსაჯულების პროცესი არსებითად მნიშვნელოვანია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მომავლისთვის ორინტირებული იყოს სტრუქტურულ რეფორმებზე და უზრუნველყოს გამჭვირვალობა. დღევანდელ შეხვედრებზე საუბარი შეეხო ასევე ეუთო-ს რეკომენდაციებს და ეს ისეთი საკითხია, რაზეც საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ ერთად იმუშაონ. თქვენი დემოკრატია არის თქვენი უდიდესი დაცვა გარეშე ჩარევისგან. ეს არის ასევე საუკეთესო გარანტია ეკონომიკური რეფორმების წარმატებისთვის. ერთიანობაში ჩვენი გზავნილი არის ერთობისკენ, მომავალზე ორიენტირებისკენ 2015 წლის გამოყენებაზე, რომ რეფორმების პროცესი დაჩქარდეს და ევროპისკენ სვლა დაჩქარდეს“, - განაცხადა ნულანდმა.
მასალის გამოყენების პირობები






