თავდაცვის მინისტრმა ეველინ ფარკასს უმასპინძლა
პოლიტიკა - 19:58, 17 Feb, 2015     1296

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს უმასპინძლა. ეველინ ფარკასი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიქტორია ნულანდის ხელმძღვანელობით, საქართველოში რეგიონულ ვიზიტად მყოფი აშშ-ის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.

შეხვედრის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობითი დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას გაესვა ხაზი და აღინიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტი კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და ნატოში ინტეგრაციისკენ სწრაფვას. მინდია ჯანელიძემ ამერიკულ მხარეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე მიღებული ერთობლივი განცხადების მხარდაჭერისა და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩასართავად ქართული ასეულის მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში გაღრმავებული თანამშრომლობის მიმართულებები და ამ მხრივ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დეტალურად განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას და აშშ-ის როლს პაკეტით განსაზღვრული კომპონენტების განხორციელების პროცესში. განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება იყო.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და მზადყოფნა გამოხატა აქტიურად გააგრძელოს ტრანსფორმაციის პროცესის მხარდაჭერა. აღინიშნა პრეზიდენტ ობამას ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში საქართველოსთვის დაგეგმილი დახმარების მნიშვნელობა.

ამერიკულმა მხარემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ქართული მხარის მიერ ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ისა ოპერაციაში და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის მთავრობის მზადყოფნა გააგრძელოს დახმარება საერთაშორისო სტაბილურობის უზრუნველყოფის მისიებში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეთა რეაბილიტაციისთვის საჭირო ეროვნული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.

განხილვის ერთ-ერთი თემა რეგიონალური უსაფრთხოება და არსებული გამოწვევები იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42