აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვრის გაუქმებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადისლავ სურკოვის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, შეერთებული შტატები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარს უჭერს.
„აშშ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას 20 წლის განმავლობაში აფიქსირებს და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. დღეს ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობაზე, რასაც ევროკავშირთან ასოცირება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის, აფხაზეთში მცხოვრებლებს სთავაზობს. აფხაზეთში მცხოვრებმა მოქალაქეებმა უნდა დაინახონ, რომ მტკიცე და ნათელი მომავალი ექნებათ. მათ უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველში იმ შესაძლებლობებით ისარგებლებენ, რომელსაც ევროპა მათ სთავაზობს“, - განაცხადა ნულანდმა.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვრის გაუქმების ინიციატივით გამოდის.
მასალის გამოყენების პირობები






