პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინის მთავრობაში საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნას ეხმაურება.
მისი თქმით, ის პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს და არ აპირებს ქვეყნის შინა პოლიტიკაზე კომენტარი გააკეთოს.
"ჩემთვის მთავარი და ამოსავალი არის ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება და შესაბამისად მე მათ პატივს ვცემ, მაგრამ მე პატივს ვცემ უკრაინის სუვერენიტეტსაც და არ ვაპირებ, რომ კომენტარი გავაკეთო უკრაინის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით. თუმცა იმასაც ვაფიქსირებ, რომ ამ ვითარებამ გარკვეული უხერხულობა შესაძლოა დააყენოს. უკრაინის მთავრობას აქვს საკუთარი ხალხისგან მანდატი, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოსთან. ჩვენც გვაქვს მანდატი, რომ უკრაინელ ხალხს დიდი სიყვარული და მხარდაჭერა აღმოუჩინოთ. ასე რომ ვფიქრობ, ორივე მხარე მოვახერხებთ ამ უხერხულობის გაღვივებას შესაძლებლობა არ მივცეთ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






