ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, საქართველოს პროკურატურა ჭორაობის ფორმატით მუშაობს, ამის ნაცვლად კი უმჯობესი იქნებოდა უფრო აქტიურად ემუშავათ ინტერპოლთან:
„უპრიანი იქნებოდა ამ საჯარო განცხადების ნაცვლად მოესინჯათ ამინდი ინტერპოლში და გადაეცათ მათთვის სრული დანაშაულების სია, რომელიც ათასობითაა პროკურატურაში, ჩვენი პროკურატურა კი იყენებს ჭორაობის მსგავს ფორმატს“- განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის აზრით, რეალობა არის ის , რომ უკრაინის დღევანდელ მთავრობასა და საქართველოს ყოფილ მთავრობას შორის კარგი ურთიერთობაა და ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებით უკრაინა თავუს პოზიციებს არ შეცვლის.
„მე არა მგონია , რომ თუ პროკურატურამ ეს დოკუმენტები გამოამზეურა, ამის შემდეგ შეიცვალოს უკრაინამ თავისი პოზიცია და სააკაშვილი და ადეიშვილი გადასცეს ჩვენს პროკურატურას. ფაქტი ერთია, რომ კარგი ურთიერთობაა უკრაინის დღევანდელ მთავრობასა და საქართველოს ყოფილ მთავრობას შორის.“- განაცხადა შარაშენიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






