აბაშიძე-კარასინის ფორმატის აღდგენას აფასებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე.
როგორც „ნიუპოსტთან“ შარაშენიძემ აცხადებს, საუბარი ცუდი არ არის, თუმცა ამას საქმის კეთება უნდა მოჰყვეს.
„რუსეთს ელაპარაკები თუ არა, რასაც უნდა, იმას მაინც აკეთებს. დიდი განსხვავება არ არის. მე მაინც მგონია, რომ ლაპარაკი ჯობია, გაიგებ მაინც რა უნდა. თუმცა როდესაც მსგავს ლაპარაკზე მიდიხარ მთავრობამ და პარლამენტმა საკუთარი მკაცრი პოზიცია განცხადებით უნდა დააფიქსირონ. როდესაც აბაშიძე ჩავა პრაღაში, მის უკან უნდა იდგეს მთავრობის მკაცრი რეაქცია. თუ ჩავა მხოლოდ და მთავრობა ხმას არ ამოიღებს ეს ცუდია. ჩვენი მთავრობის პოზიციაა - ლაპარაკი სჯობს არლაპარაკს. მე ლაპარაკის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ლაპარაკს უნდა მოჰყვეს საქმის კეთება. ლაპარაკი ცუდს არ მოიტანს. ცუდს მოიტანს უმოქმედობა“, - განაცხადა შარაშენიძემ.
კითხვაზე რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას პრაღის ფორმატმა, შარაშენიძე პასუხობს, „ვაჭრობის აღდეგნას მიაღწიეს და მემგონი მეტი მიზანი არც ჰქონდათ. მემგონი ყველა ხვდებოდა, რომ ეს ფორმატი აფხაზეთს და ოსეთს ვერ დაგვიბრუნებდა“, - განაცხადა შარაშენიძემ.
პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან მოლაპარაკების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განმარტებები თებერვლის ბოლოს დაგეგმილ აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით გააკეთა, აბაშიძის თქმით შეხვედრაზე მთავარი თემა 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულება იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






