„პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურის წარდგენისას უმრავლესობასთან შეთანხმების რამდენიმე ნაწილი უარყო“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით საგანელიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, მათ პრეზიდენტს შესთავაზეს, რომ დასახელებულიყო ორი-სამი კანდიდატი, რათა უმრავლესობას საშუალება ჰქონოდა საუკეთესო ამოერჩია.
„სამწუხაროდ, პრეზიდენტის მიერ უარყოფილი იქნა ეს პოზიცია. მან მხოლოდ ერთი კანდიდატურა დაესახელებინა. ასევე მას შევთავაზეთ, რომ კანდიდატურის შესახებ კოალიციას ჰქონოდა ინფორმაცია და ამის შემდეგ გაკეთებულიყო ოფიციალური განცხადება. სამწუხაროდ, ბატონმა პრეზიდენტმა შეთანხმების ეს ნაწილიც უარყო. მას კონსტიტუციურად ამის უფლება აქვს და ეს მისი გადასაწყვეტია. კოალიციაში შემავალი სუბიექტების ნაცვლად საუბარი გამიჭირდება, მაგრამ უახლოეს ხანებში, კოალიცია ამ საკითხს აუცილებლად განიხილავს და ჩამოყალიბდება“, - განაცხადა საგანელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






