ირაკლი ღარიბაშვილი ვიქტორია ნულანდს შეხვდა
პოლიტიკა - 16:55, 17 Feb, 2015     1546
ამერიკის შეერთებული შტატები 100%–ით უჭერს მხარს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების კურსს, ევროკავშირსა და ნატო–ში ინტეგრაციის პროცესს, საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ვიქტორიანულანდის შეხვედრაზე აღინიშნა.

ხაზი გაესვა აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტს, როგორც მკაფიო დემონსტრირებას საქართველოს უპირველესი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მკაფიო მხარდაჭერისა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ფართო სპექტრზე ისაუბრეს, მათ შორის ეკონომიკურ–სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოებისა დასაქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდასაქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის შსს–სა და პროკურატურაში გასატარებელ ცვლილებებზე. ამერიკული მხარის მიერ გამოითქვა მზაობა აღნიშნულ პროცესებში ამერიკელი ექსპერტების ჩართვისა.
შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს ნატო–სა და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესებში მიღწეული პროგრესი და რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადების პროცესი.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა აშშ–ის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მისი განმარტებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს უპირველეს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.

„ამერიკის მხრიდან ჩვენ მივიღეთ მკაფიო ხაზგასმა პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის გაფართოებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებით. ასევე სრულფასოვნად ამოქმედდება ყველა ის საკითხი, რომელიც მკაფიოდ არის გაწერილი აშშ–საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში. იყო დეტალური საუბარი იმ რეფორმებზე, რომელიც შსს–ში და პროკურატურაში მიმდინარეობს და ამერიკული მხარის მიერ გამოითქვა პროცესებში ექსპერტების ჩართვის სურვილი,“–განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42