ახალი ქსელის წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების სამუშაოების განსახორციელებლად, ხვალ, 18 თებერვლის 10:00 საათიდან, 19 თებერვლის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
· გლდანის „ა“, I, II, III, IV და თემქის IV მ/რაიონებს
· გლდანისა და ნაძალადევის რაიონების ქუჩების ნაწილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს. წყალმომარაგება აღდგება 19 თებერვლის 10:00 საათიდან, ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე.
წყალმომარაგების შეწყვეტის თაობაზე დეტალური ინფორმაციის მოძიებას თბილისელები შეძლებენ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფიციალურ Facebook-გვერდზე და ვებგვერდზე - http://www.georgianwater.com/ka/gadaudebeli/1685-tbilisis-zogiert-quchas-tskhalmomarageba-sheezghudeba
ასევე, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიის ცხელ ხაზს ( 2 93 11 11 ).
მასალის გამოყენების პირობები






