„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე უზენაესი სასამართლოს თამვჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენას მიესალმება.
ამის შესახებ შავგულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მივესალმები მის წრადგენას. მიმჩნია, რომ ეს არის დამსახურებული და სწორი არჩევანი პრეზიდენტის მხრიდან. რაც შეეხება ჩვენი ფრაქციის პოზიციას, საჭიროა, რომ მაინც შევიკრიბოთ და დავილაპარაკოთ ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა შავგულიძემ.
ნინო გვენეტაძის კანდიდატურა პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ წარადგინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 28 კანდიდატი იყო წარდგენილი.
კოტე კუბლაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის ვადა 23 თებერვალს ეწურება.
ნინო გვენეტაძის კანდიდატურა პრეზიდენტს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და იურიდიულმა წრეებმა შესთავაზეს.
მასალის გამოყენების პირობები






