მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ "თიბისი ბანკის" მიერ ორგანიზებული ენერგოკონფერენცია გახსნა.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მდინარეები ენერგეტიკული მნიშვნელობით გამოირჩევა, მაგრამ არსებული ჰიდროპოტენციალის მხოლოდ მინიმუმია ათვისებული.
მისი თქმით მდინარეების პოტენციალი განაპირობებს ინვესტიციების მოზიდვას.
„ჩვენი მდინარეები ენერგეტიკული მნიშვნელობით გამოირჩევა, მაგრამ ამ ეტაპზე არსებული ჰიდროპოტენციალის მინიმუმია ათვისებული, ეს კი თავისთავად განაპირობებს სექტორში ინვესტიციების მაქსიმალურად მოზიდვას. ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გონივრული გამოყენების პერსპექტივა ეკონომიკურად გამართლებული, მიზანშეწონილი და აუცილებელია.„ - განაცხადა კახა კალაძემ.
„ენერგო-კონფერენცია საშუალებას მოგვცემს სრულად წარმოვაჩინოთ საქართველოს ენერგეტიკის ინდუსტრიაში არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები, როგორც მარეგულირებელი ორგანოების, ასევე საქართველოსა და უცხოეთში ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე კომპანიების წარმომადგენლების თვალით. აღსანიშნავია, რომ ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ბანკი მასპინძლობს, რადგან საბანკო სექტორის როლი უმნიშვნელოვანესია ქართული ენერგეტიკის სფეროს განვითარების საკითხში“ - აცხადებს „თიბისი“ ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძე
მსგავსი მასშტაბის ენერგო-კონფერენცია საქართველოში პირველი პრეცენდენტია, რომლის ინიციატორი და ორგანიზატორი კომერციული ბანკია.
კონფერენციას ესწრებიან ენერგეტიკის სამინისტროს, საპარტნიორო ფონდის, საქართველოში მოქმედი ყველა ძირითადი ენერგოკომპანიის, ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) და USAID წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები






