ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე პრემიერ კახი კალაძე უკრაინის ხელისუფლებაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნებს გამოეხმაურა.
კალაძე აცხადებს, რომ უკრაინას ყავს მთავრობა, ხელისუფლება და არ სურს ჩაერიოს მათ საკადრო პოლიტიკაში.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მისი თქმით,ყოფილი პრეზიდენტი, უკრანას ვერაფერ სასიკეთოს ვერ გაუკეთებს.
"მე გამიჭირდება შეფასებების გაკეთება. უკრაინას ყავს მთავრობა, ხელისუფლება და არ მინდა, ჩავერიო მათ საკადრო პოლიტიკაში, ეს მათი გადაწყვეტილებაა. თუმცა, რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანი პირდაპირ კავშირშია კრიმინალურ რეჟიმთან, იმ სისხლიან რეჟიმთან, რომელიც შეიქმნა საქართველოში. ის იყო მთავარი იდეოლოგი, თავის მეგობრებთან ერთად, მე ახლა გვარებს არ დავასახელებ. ეს საზოგადოებისთვის ცნობილია და არ მგონია, რომ მათ უკრაინას რაიმე სასიკეთო მოუტანონ, თან იმ მდგომარეობაში, რა მძიმე სიტუაციაშიც დღეს უკრაინა იმყოფება", - განაცხადა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






