პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურა დაასახელა.
ნინო გვენეტაძე – (1998-1999) წლებში "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე იყო.
1999 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ გამწესდა. საიდანაც 2005 წელს წამოვიდა.
2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი კენჭს რესპუბლიკური პარტიიდან ხაშურში იყრიდა .
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 28 კანდიდატი იყო წარდგენილი.
კოტე კუბლაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ყოფნის ვადა 23 თებერვალს ეწურება
ნინო გვენეტაძის კანდიდატურა პრეზიდენტს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და იურიდიულმა წრეებმა შესთავაზეს:
1. არასამთავრობო ორგანიზაციები : „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ -ალეკო ცქიტიშვილი, „საზოგადეოებრივი დამცველი“ -ირინა ფუტკარაძე, „ახალგაზრდები სამართლიანობისთვის“ თამარ გაბიანი, „მედიის ინსტიტუტი“-ირმა მამასახლისი, „იურისტ ქალტა კავშირი“- ნუკა კობალავა.
2. ა.ი.პ. „გენდერული თანასწორობის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი, მეცნიერებათა დოქტორი, თამარ კუჭავა.
3. არასამეწარმეო (არაკომეციული) იურიდიიული პირი „ახალგაზრდა ადვოკატები“, ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი.
4. თ. წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ოთარ გამყრელიძე.
5. არასამთავრობო არამომგებიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი, აღმასრულებელი დირექტორი , ლია მუხაშავრია.
იურისტ ქალთა კავშირის გამგეობის წევრი , ელენე ქაიხოსროშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






