საყდრისის ძეგლის სტატუსის ჩამორთმევასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების სფეროში პრეზიდენტის მრჩეველი, კახა კოჟორიძე, ეროვნული მუზეუმის თანამშრომელთან ერთად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
"საიას" იურისტის განცხადებით, დავა თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ განაჩენის გაუქმებას და ხელახლა განხილვას ეხება, რომლის საფუძველზეც სასამართლომ არ შეაჩერა საყდრისის არქეოლოგიური ობიექტის დაშლა-აღების მიზნით გაცემული თანხმობა და ასევე მისთვის სტატუსის მოხსნა.
„ეს არის დროებითი გადაწყვეტილება რაც აქვს მიღებული საქალაქო სასამართლოს, რითაც უარი თქვა გასაჩივრებული აქტების მოქმედებების შეჩერებაზე, ამდენად ჩვენ სწორედ ამ მოქმედების შეჩერებას ვითხოვთ სააპელაციო სასამართლოს მიერ,“-აცხადებს საია-ს წარმოამდგენელი, სულხან სალაძე.
კოჟორიძე საყდრისისთვის სტატუსის მოხსნასთან ერთად საბადოზე მიმდიანრე სამუშაოებს აპროტესტებს და მის შეწყვეტას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






