ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში „რესპუბლიკური პარტიის“ შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება.
"არ ვიცი, ვცდები თუ არა... როგორც წესი, არ ვცდები ხოლმე და ივანიშვილის ინტერვიუდან გამომდინარე - შემდეგი გაჩერება "რესპუბლიკელები" არიან?
მაპატიეთ, მაგრამ "რესპუბლიკელების" წონადობის პოლოტიკოსი მაგ კოალიციაში თითქმის არ არსებობს", - წერს გრიგოლია.
გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ექსპრემიერმა ივანიშვილმა „რესპუბლიკელები“ გააკრიტიკა.
„იგივე რესპუბლიკელები, რომლებიც ვერ მალავენ და ალასანიას მხარს უჭერენ, ხელოვნურად აგორებულ თემებზე რომ კომისიას
ქმნიან, შეამოწმონ პროკურატურა ამ ნაწილშიც. ამის ნაცვლად, მხოლოდ ზოგად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და პროკურატურას პირდაპირ ემუქრებიან.
იმას კი არ ამბობენ, დაკავებულები დამნაშავეები არიან თუ არა, მთავარ პროკურორს დავიჭერთო, აცხადებენ", აღნიშნა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






