დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის „კვირის პალიტრასთან“ მიცემულ ინტერვიუს იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც ივანიშვილი უმრავლესობაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.
ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის სურვილი გუნდურობის შენარჩუნების თაობაზე კარგია, მაგრამ ზოგჯერ პარლამენტის წევრებს უწევთ ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღება.
„ბატონ ბიძინას დაუდასტურებია ის, რასაც ჩვენ ვაპროტესტებთ, რომ ინფორმაცია არ ქონდათ პარლამენტის წევრთა აბსოლოტურ უმრავლესობას. გუნდის რიგით წევრებს ვერ მოვთხოვთ ვერც ორგანიზებულობას, ვერც კოორდინირებულობას, ვერც ინფორმირებულობას, ეს სხვისი მოვალეობაა, ამიტომ თუ სხვა ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯეროვნად, ეს არ არის პარლამენტის რიგითი წევრების ბრალი. ბატონი ბიძინას სურვილი, რომ გუნდურობა იყოს შენარჩუნებული, სწორია, და შესაბამისად გასაზიარებელი, თუმცა არის რამოდენიმე შემთხვევა, როცა პარკლამენტის წევრებს მოუწევთ ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღება.“ განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






