ბიზნესმენ ლევან ვასაძის პოლიტიკურად გააქტიურების შესახებ საუბრობს და აცხადებს , რომ ვასაძე „ოცნების“ მაშველი რგოლია:
„ლევან ვასაძე, ეს არის „ბიძინა ორი“! პოლიტიკურად გაკოტრდა ბიძინა ივანიშვილი და გადმოაგდეს მაშველი რგოლი, ახალი მილიონერი. ეს ვაჟბატონი იცით, ვინ გახლავთ? როცა მე ვებრძოდი „მხედრიონს“ და გამქონდა იარაღის თარების აკრძალვის კანონი, ის ბრძანდებოდა შევარდნაძის ფონდის ვიცე -პრეზიდენტი და ჯაბა იოსელიანის კაბინეტიდან არ გამოდიოდა.
ვასაძე იმ დონეზე დაუმეგობრდა ივანიშვილს, რომ ბატონ ივანიშვილს ლევან ვასაძისთვის მოსკოვში 300 მილიონი საბანკო ვალი დაუფარავს იმისათვის, რომ კარგად შეფუთოს და წინა პლანზე გამოიყვანოს.
თუ ჩვენი ხალხი კიდევ ახალ მილიონერს გაჰყვება, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს. ამ ჩოხა-ახალუხში შეფუთულ მილიონერს იქით შამპანურის ქარხანა „ბაგრატიონი“ აქვს, აქეთ გაუხსნია სკოლა, სადაც გადასახადი 10 ათასი ლარია, რას ასწავლის ამისთანას ვერ გავიგე!
ვასაძე არის ჩვეულებრივი თაღლითი, რომელიც აფინანსებს მღვდელმთავრებს, ეს მღვდელმთავრები იმუშავებენ მრევლზე. ეს გააკეთა თავის დროზე ბიძინამ, დააფინანსა მღვდელმთავრები, იმათ იმუშავეს მრევლზე. ასევე დააფინანსა ინტელიგენცია და მივიღეთ დამანგრეველი სიურპრიზი. მე მივმართავ მღვდელმთავრებს , მიხედეთ სულიერებას , თავი დაანებეთ პოლიტიკური პარტიების ფუნქციების შესრულებას“- აცხადებს შალვა ნათელაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






