თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს ეხმაურება. როგორც სასამართლო პროცესზე უგულავამ განაცხადა, ექსპრემიერს „შავი ჭირივით ეშინია მისი ციხიდან გასვლის" .
"რადიოში ვუსმენდი ივანიშვილს. ყველა კუთხე-კუნჭულში არეულობა ელანდება. შავი ჭირივით არ უნდა ჩემი გარეთ გასვლა. იმედი არ მაქვს, რომ 8 ბრალდებიდან რომელიც წარდგენილი მაქვს ერთზე მაინც არ გატეხენ მოსამართლეს და არ მომისჯიან. არ გამოვრიცხავ ახალი ბრალი წამიყენონ და მეორედ დავიწყო 9 თვიანი ციკლის ათვლა ციხეში...ახალ ბრალზე ველოდები პროკურორებს მატროსოვზე თუ რამე აქვთ კიდევ მე და ჩემს მეგობრებს ციხეში ყოფნა არ გვეშინია“,-განაცხადა უგულავამ.
საქალაქო სასამართლოში უგულავას პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაზე, სითი პარკისა და წინასაარჩევნოდ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მომხდარი ინციდენტის ეპიზოდებზეც იმსჯელებენ, რომელზეც ყოფილ მერს წინასაწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა მარტის ბოლოს ეწურება.
მასალის გამოყენების პირობები






