ეს არის თავდასხმა ადამიანისგან, რომელიც ქვეყნის რეალური მმართველია - ირაკლი კობიძე
პოლიტიკა - 14:30, 16 Feb, 2015     1650

„რეფორმატორთა კლუბის“ წარმომადგენელი ირაკლი კობიძე არასამთავრობოების და ექსპერტების მისამართით ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს ეხმაურება.

როგორც კობიძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში განაცხადა, ამ შემთხვევაში პრობლემა არის ის, რომ კრიტიკა ქვეყნის ფაქტობრივი მმართველისგან მოდის.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ ადამიანის მხრიდან ხდება განსხვავებული და ხელისუფლების მაკრიტიკებელი აზრის მიმართ მკვეთრი რეაქციის დაფიქსირება. თუმცა აქ პრობლემა იმაში არ არის, რომ შეიძლება ვიღაც ექსპერტი ან არასამთავრობო ორგანიზაცია იქნეს გაკრიტიკებული. აქ პრობლემა არის იმაში, რომ ამგვარი კრიტიკა მოდის ადამიანისგან, რომელიც თავს ასაღებს როგორც დამოუკიდებელი მოქალაქე, არადა ეს არის ადამიანი, რომელიც ქვეყნის რეალური მმართველია. აქ პრობლემა არის თავდასხმა იმ ადამიანისგან, რომელიც არის ამ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი. ამ კუთხით უნდა დავინახოთ საფრთხე თავისუფალი სიტყვისა და აზრის მიმართ“, - განაცხადა კობიძემ.

მისი თქმით, ექსპრემიერის განცხადებები არასამთავრობოების და ექსპერტების მისამართით შეიძლება ზეწოლადაც ჩაითვალოს.

„შეიძლება ამას დავარქვათ ზეწოლა, რადგან ის ფლობს ყველა სახელმწიფოებირივ ბერკეტს, რომლითაც მას შეუძლია არამართლზომიერი ზემოქმედება მოახდინოს იმ წყაროებზე, რომლებიც გვევლინებიან მისთვის მიუღებელი განსხვავებული აზრის მიმართ“, - განაცხადა კობიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42