,,ექსპერტები იმ დონის გვყავს, რა დონისაც გვყავს მთავრობა..." - შარაშენიძე
პოლიტიკა - 11:08, 16 Feb, 2015     1904

„ექსპერტები იმ დონის გვყავს რა დონისაც გვყავს მთავრობა, მომღერლები, ფეხბურთელები და ა.შ.“, - ამ განცხადებით თორნიკე შარაშენიძე ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ექსპერტების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება.

როგორც „ნიუპოსტთან“ საუბარში შარაშენიძე ამბობს, ივანიშვილს უფლება აქვს ვინც უნდა ის აკრიტიკოს, მაგრამ უნდა გააცნობიეროს, რომ ის არის ყველაზე გავლენიანი ადამიანი ქვეყანაში და მის ყოველ სიტყვას აკვირდებიან.

„მით უფრო აკვირდებიან როცა იგი არასამთავრობოებსა და ექსპერტებს აკრიტიკებს. არავინაა იდეალური და ყველა იმსახურებს რაღაც კრიტიკას, მაგრამ რატომ უნდა მივდგეთ არასამთავრობოებს, როცა გარბის ლარი, როცა საგარეო პოლიტიკაში პრობლემებია. ყველაფერ ამაზე მთავრობა უნდა აგებდეს პასუხს და არა არასამთავრობოები. ხალხს არასამთავრობოების მოღვაწეობა არ აწუხებს, ხალხს აწუხებს ლარი, ეკოლოგიის პრობლემები, კრიმინალი, დანგრეული გზები. შეიძლება ივანიშვილი ექსპერტებს პროფესიონალიზმს უწუნებდეს. მაგრამ მე ვიტყოდი რომ ექსპერტები იმ დონის გვყავს რა დონისაც გვყავს მთავრობა, მომღერლები, ფეხბურთელები და ა.შ“, - ამბობს შარაშენიძე.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი მთავრობას დახურულ კარს მიღმა აკრიტიკებს,

„მე მაინც მგონია, რომ ივანიშვილი კარგად ხვდება, რომ მის მიერ დატოვებულ მთავრობას პრობლემები აქვს და მათ დახურულ კარს მიღმა აკრიტიკებს კიდეც. კარგი იქნება თუკი იგი მთავრობის განახლებას დროზე შეუდგება და თუ ამას გააკეთებს ახალი კადრები სწორედ არასამტავრობოებში და ექსპერტებში ექნება საძებნელი“, - განაცხადა შარაშენიძემ.

რაც შეეხება ივანიშვილის მიერ დაანონსებული ექპერტების საქმის შესწავლას, შარაშენიძე ამბობს, რომ ეს „არ ადარდებს“.

„პირადად მე სულაც არ მადარდებს ექსპერტების საქმეების შესწავლა. არც ის არ გამიხეთქავს გულს, ჩემზე რომელიღაც ორგანიზაცია თუ იტყვის რომ ექსპერტის ტიტულს არ ვიმსახურებ. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ინტერვიუებში ფულს მიხდიან, ძალიან სცდება. მე ჩემი საქმე მაქვს და ჩემი სამსახური, რომლითაც ცხოვრებას ნორმალურად ვახერხებ. არც ის მომწონს ექსპერტს რომ მეძახიან და არც არაოდეს დამიჩემებია ეს ტიტული“, - აცხადებს შარაშენიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42