ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ორგანიზაცია „დემოკრატიის ჟანგბადთან“ კავშირს უარყოფს.
ამის შესახებ ივანიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ეს ორგანიზაცია მე მომაწერეს და ატეხეს ამბავი - ივანიშვილი თავისუფალ სიტყვას ებრძვისო. ამ ესპერტებს არ რცხვენიათ მაინც, რომ ამბობენ, თითქოს ივანიშვილმა თავისუფალი სიტყვის მოსაკლავად რაღაც ორგანიზაცია შექმნა?! კრიტიკა უნდა აიტანონ. დღეს მეც ბევრი მაკრიტიკებს და მე თუ ვიტან, მათ რატომ არ უნდა აიტანონ?!“, - განაცხადა ივანიშვილმა.
„დემოკრატიის ჟანგბადი“ ახლად შექმნილი ორგანიზაციაა, რომელიც შეეცდება პოლიტიკოსებისა და ექსპერტების რეიტინგის დადგენას და მათ სავარაუდო კლასიფიკაციას აპირებს. ექსპერტების უმრავლესობამ კვლევითი სააგენტოსგან წერილები მიიღო, რომლის მიხედვითაც ადრესატება უნდა გადაგზავნონ სივი საქმიანობა და გამოცდილების შესახებ ინფორმაცია.
მასალის გამოყენების პირობები






