ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას და გიორგი მარგველაშვილის შესაძლოა ალიანსზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც ივანიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს, ქვეყნის ინტერესები ერთ საძმაკაცოს ვერ შეეწირება.
„ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ, პოლიტიკური სპექტრი უნდა გამდიდრდეს და გაძლიერდეს, თუმცა, ყველას ერთი საზომი ექნება - პოლიტიკოსის კერძო ინტერესები ქვეყნის ინტერესებს უნდა ემთხვეოდეს. როცა ამ ორ საკითხში აცდენა დაფიქსირდება, მეც და სხვებსაც შესაბამისი რეაქცია გვექნება. საქართველო ვერც ერთი პარტიის, ვერც ერთი გუნდისა და ვიწრო ჯგუფის მოსამსახურე ვერ გახდება. ეს დაავადება გადავიტანეთ. ძმაკაცობა კარგია, მაგრამ საქართველო ერთი საძმაკაცოს ქვეყანა ვერ გახდება. კი ბატონო, საქართველო იყოს მთლიანად საძმაკაცო, მაგრამ ერთ საძმაკაცოს ქვეყნის ინტერესები ვერ შეეწირება“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






