,,უკრაინის ელჩის დაბარება პუტინის გეგმის ნაწილია, ივანიშვილის კონკრეტული დავალებას ასრულებს“ - მუხრან ბურჭულაძე
პოლიტიკა - 21:49, 15 Feb, 2015     3651
საქართველოს საგარეო უწყების მიერ საქართველოში უკრაინის ელჩის დაბარებას და ივანიშვილის განცხადებებს ეხმაურება ,,დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელი მუხრან ბურჭულაძე და ამ ფაქტს პუტინის გეგმის ნაწილად აფასებს.

,,ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ ხელისუფლება მოეხდინა ქართველი ხალხის ნების რეალიზაცია, თუმცა მათმა განცხადებებმა და ქვეყნისთვის ძირგამომთხრელმა საქმიანობამ ცხადყო, რომ პუტინს კიდევ უფრო ღრმად აქვს ფესვები გადგმული ჩვენს ქვეყანაში ვიდრე ზოგს ეგონა.

პუტინის სტრატეგიული დანიშნულების კომპანიებს მთავრობა მწვანე შუქს უნთებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ემუქრება, ნატოსთან დაახლოებისთვის დაგეგმილი ღონისძიებები ფერხდება, ამ საკითხების გადაფარვას კი ათასი სისულელით ცდილობს. ხელისუფლება კვლავ პუტინის გულისხმიერების იმედად რჩება და რეალობას მოწყდა, ამ ყველაფრის რეჟისორი კი დღიდან პოლიტიკაში მისი მოსვლისა, აგრძელებს ჩვენი ხალხისთვის ყოვლად მიუღებელსა და ბინძურ თამაშს.

უკრაინის ელჩის დაბარებაც ვიცოდეთ, რომ ემსახურება ჩვენს უახლოეს მეგობარ სახელმწიფოსთან ურთიერთობის გაწყვეტის მიზანს, რაც პუტინის გეგმის ნაწილია. მმართველი მარიონეტებისთვის "მაიდანიც" ხომ "არეულობაა" და არა ბრძოლა, რომელმაც უკრაინელ ხალხს თავისუფლება და მეგობრების მხარდაჭერა მოუტანა. მხოლოდ პუტინისთვის თუ შეიძლება იყოს იანუკოვიჩის რეჟიმი ლეგიტიმური და ხალხების ერთობა დამღუპველი.

მინდა ამ ბეც და მავნე პოლიტიკოსებს ვუთხრა, რომ მათთვის ჭკუის დარიგებას აზრი აღარ აქვს და აწი საკუთარ მომავალს ქართველი ხალხი თავად განსაზღვრავს.

მეგობრებო დუმილი და ცის გახსნის ლოდინი დღითიდღე გვექაჩება რუსულ ჭაობში. ოლიგარქის მიზანი ჩვენი დაქსაქსვა, დასუსტება და უსამართლობის თესვაა, რადგან ქაოსი მხოლოდ მის ძალაუფლებას ამყარებს. ათასობით კრიმინალსაც საკუთარ ფარად აქცევს და პირველ შეტევას მშვიდობიან მოსახლეობაზე სწორედ მათგან შემდგარი ბანდფორმირებები მიიტანენ. ივანიშვილს აქვს კონკრეტული დავალება და მის სისრულეში მოყვანამდე ნურავის გვეგონება, რომ ის ძალაუფლებას დათმობს.

რამდენიც უნდათ გვემუქრონ, გვისმინონ, ცილი დაგვწამონ და გვდევნონ - თავისუფლების მოპოვება ამად ღირს!

ხალხი დავანახებთ მტერსა და გამყიდველს რა ძალაა ჩვენში“ - აცხადებს მუხრან ბურჭულაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42