ამის საპასუხოდ ალასანიას ივანიშვილს მოუწოდებს, ის როგორც ,,დეფაქტო პრემიერი“ ნუ ჩატოვებს სახელისუფლო გუნდს წარსულში და იფიქრონ მომავალზე. ალასანია ივანიშვილს და უმრავლესობას ,,ნაციონალური მოძრაობის“ ძველ წევრებთან თანამშრომლობას ახსენებს
,,ეს არი არის ჩემთვის ახალი და უეცარი, დიდი ხანია ამას ცდილობს ივანიშვილი და მის მიერ შეკვეთილი სტატიები თუ მედია საშუალებები, რომ გაავრცელონ ასეთი ჭორი თუ ინფორმაციას“ - განაცხადა ირაკლი ალასანია ,,პოსტსკრიპტუმთან“ საუბრისას.
ალასანიას უკვირს ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან მსგავსი საუბრები და მათ,,ნაციონალური მოძრაობის“ ძველ წევრებთან თანამშრომლობას ახსენებს.
,,თავად ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ჩამოაყალიბეს ,,ნაციონალური ოცნება“ და ისინი თანამშრომლბენ ნაციონალების ძველ წარმომადგნელბეთან. მთავარი არის ის, რომ იმ წუთიდან, როცა ჩვენ დავამარცხეთ ,,ნაციონალური მოძრაობა“ მე და ,,თავისუფლამა დემოკრატებმა“ დავიწყეთ ფიქრი, როგორ გაგვეუმჯობესებინა ქვეყანა და იმ მიმართულებით, როგორიცაა თავდაცვა, ევროატლანტიკური მიმართულება, მივაღწიეთ კიდეც ხელშესახებ შედეგს. მოვუწოდებ ივანიშვლს იფიქროს მომავალზე და არ შეიძლება წარსულში ჩარჩეს ისიც და მთელი ხლეისუფლება, რომელიც მასზეა აწყობილი, ის ხომ დეფაქტო პრემიერია? არ შეიძლება რომ ჩატოვოს წარსულში და არ იქიფრონ იმაზე თუ როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან“- განაცხადა ალასანიამ და დასძინა, ,,რაც უფრო მეტს ისაუბრებს ივანიშვილი ჩემზე და ჩემს პარტიაზე, უფრო უკეთესი იქნება ჩემთვის“
მასალის გამოყენების პირობები






