,,ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ელჩის დაბარება პროტეტსტის გამოსახატად, საერთაშორისო დონეზე, როგორც მინიმუმ უხერხულობას ქმნის. მითუმეტეს, როცა ეს ქვეყანა ჩვენს დღეშია, როცა მთლი მსოფლიო გვერდში უდგას და მსოფლიოს თანამეგობრობა განმარტებებისა და პროტეტსტისთვის კი არ იბარებენ უკრანის ელჩებს, არამედ თანადგომას უცხადებენ... ერთადერთი ქვეყანა, რომელიც უკრაინის მიმართ პროტეტის გამოხატვით სიამოვნებას იღებს, არის რუსეთი. რა საბაბიც არ უნდა იყოს, უკრაინისადმი მსგავსი დამოკიდებულება, ელემენტარულად ისეთ ფორმას იძენს და ისეთ იმიჯს ქმნის, თითქოსდა სუსტი მოტივით გვინდა ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენც იმ რიგში ვართ, სადაც პროტესტის გამოხატვა მხოლოდ პუტინის ინტერესებთან მოდის თანხვედრაში. საბოლოო ჯამში კი ეს ქმედება ჩვენი საგარეო პოლიტიკის აისბერგის ქვედა ნაწილია“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






